მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ხიდი (1942)
ამ გვერდს გაეცნო 6265 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 5 ნაწილი, 1324 მეტრი (48 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 15.08.1942 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორები: ფელიქს ვისოცკი, ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვარი: კონსტანტინე (კოტე) კიკნაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ბესიკ იაკობაშვილი, რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: გიორგი შავგულიძე (ილო – ბატალიონის უფროსი), მედეა ჯაფარიძე (მანანა), გიორგი ფრონისპირელი (გიორგი–მანანას მამა), პ. ერმილოვი (კოზლოვი–უფ.ლეიტენანტი), დავით ლორთქიფანიძე (სერჟანტი), პეტრე დოლჟანოვი (ბარუთა), ლეონიდ რომანოვი (შეველე–მაიორი), ი. ბოდროვი (გენერალ–მაიორი), ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი, პეტრე მორსკოი (წითელარმიელი)
 

1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დღეებში, გერმანელთა მიერ აფეთქებულ ხიდს საბჭოთა ჯარის იარაღით დატვირთული ეშელონი მიადგება. გიგაურის ბატალიონის მებრძოლები, მტრის გამუდმებული ცეცხლის მიუხედავად, ხიდს უმოკლეს დროში აღადგენენ და ეშელონს მდინარის გაღმა გადაიყვანენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.