წყალქვეშა ტყვეობაში (1942) ამ გვერდს გაეცნო 2199 სტუმარიმოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, კინონოველა, 2 ნაწილი, 597 მეტრი (22 წთ.) თბილისის კინოსტუდია პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1942 წელს
| |
| დამდგმელი რეჟისორი:
ვლადიმერ ლეგოშინი სცენარის ავტორები: ანა სმირნოვა, ი. სმირნიცკი დამდგმელი ოპერატორი: გ. რეისგოფი კომპოზიტორი:
ივანე გოკიელი ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი მონაწილეობენ: ვ. ჩერნეცკი (წითელფლოტელი შალნოვი), პ. ერმილოვი (წყალქვეშა ნავის უფროსი)
ფილმის გადაღება დაწყებული იყო რუსეთის კ/ს–ში, როცა სამამულო ომი დაიწო. ომის გამო ფილმი დამთავრებული იქნა თბილისის კინოსტუდიაში ევაკუირებული რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობისა და ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით. | |  | 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დღეებში, გერმანელთა წყალქვეშა ნავი საბჭოთა კატარღას ჩაძირავს. ფაშისტი კაპიტანი დატყვევებული საბჭოთა მეზღვაურისგან დანაღმული ტერიტორიის კოორდინატების გაგებას ცდილობს, მეზღვაური ფაშისტთა ნავს დანაღმული ადგილისკენ გაიტყუებს და მტერთან ერთად დაიღუპება. | | | |