მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კოლხეთის ჩირაღდნები (1940)
ამ გვერდს გაეცნო 6897 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2009 მეტრი (73 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1941 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: გრიგოლ ჩიქოვანი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვრები: შალვა მამალაძე, ბორის რომანოვსკი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (ნანი), მედეა ჯაფარიძე (ძაბული), სპარტაკ ბაღაშვილი (ტარასი), გიორგი შავგულიძე (არჩილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მანჩა), დიმიტრი მჟავია (კოლხიდმშენის უფროსი), გიორგი ბასილაია (ვარლამი), შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ნესტორი–კოლმეურნეობის თავ–რე), გიორგი ჩახავა (პავლე–მნე), გიორგი ისაკოვი (ანდრეი ანდრეევიჩი ნიუნინი–დაზღ–ის აგენტი), ოლღა ლეჟავა (ვარლამის დედა), შალვა ხოფერია (ტარიელი), ვახტანგ ნინუა (კოსტა), ნიკოლოზ კაჭარავა (ტექნიკოსი), ვალერიან თოფურია (ტექნიკოსი), ვასილ ბალანჩივაძე, ეთერ ბეჟუაშვილი, ალექსანდრე ალაზნისპირელი
 

კოლხეთის დაბლობზე ჭაობების ამოსაშრობად დიდი მშენებლობა მიმდინარეობს. ადიდებული რიონი ჯებირებს გაარღვევს და მშენებლობას წალეკვით დაემუქრება. ხელმძღვანელთა შორის წარმოშობილ უთანხმოებას და პირად წყენას საქმისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი სძლევს – სტიქიასთან საბრძოლველად ყველა ერთად გამოვა. ნაჭაობარ მიწაზე ახალი სახლები გაშენდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.