მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქაჯანა (1941)
ამ გვერდს გაეცნო 16757 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1917 მეტრი (70 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 27.05.1941 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორები: კარლო გოგოძე, კონსტანტინე პიპინაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვრები: რევაზ მირზაშვილი, კონსტანტინე (კოტე) კვალიაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ბესიკ იაკობაშვილი, ვ. პოპოვი
მონაწილეობენ: თენგიზ ამირანაშვილი (ქაჯანა), ლეილა აბაშიძე (კატო–ქაჯანას და), ნატო ვაჩნაძე (მართა–ქაჯანას დედა), ალექსანდრე ალაზნისპირელი (კიკოლა–ქაჯანას მამა), სპარტაკ ბაღაშვილი (ვანო–სოფლის მასწავლებელი), ვერიკო ანჯაფარიძე (ბაბალე–მკითხავი), ანდრო კავსაძე (ნინიკა), ა. თაბორიძე (იასაული), დავით ძიგუა (მოხუცი), სანდრო კანდელაკი (ზაქრო), ზაალ ტერიშვილი (მღვდელი), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი (ქადაგი), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ვანოს და), ირაკლი ნიჟარაძე (მწერალი), პეტრე მორსკოი (ჩაფარი), თამარ დათუაშვილი, ვახტანგ ნინუა, ალეანდრა ხოფერია

გადაღებულია ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
1966 წელს ფილმი გადაამუშავა და რედაქცია გაუკეთა რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა
 

მამასახლისი ღარიბი კიკოლას კარ-მიდამოს ხელში ჩაგდებას გადაწყვეტს. მისი დავალებით მკითხავი ბაბალე კიკოლას ცოლს უბედურებას უწინასწარმეტყველებს, თუ მიწას მამასახლისს არ მიყიდიან, მის შვილებს, კატოსა და ქაჯანას კი ავი სულებით აშინებს. ჭიაკოკონობა ღამეს ცელქი კატო ძმას ავსულად გადაცმული გამოეცხადება. ქაჯანას შიშით ენა ჩაუვარდება. ოჯახი ბიჭის განკურნებისთვის ხატთან შესავედრებლად შორეულ სოფელში მიდის, მაგრამ დრო გადის და უკეთესობა არ ჩანს. კატო ხატს ოჯახის შინ გაშვებას შეევედრება და შემთხვევით ხატს გადააყირავებს. ამის შემსწრე ქაჯანა შიშისგან ყვირილს მორთავს – ბავშვს მეტყველება დაუბრუნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.