ქალიშვილი გაღმიდან (1940) ამ გვერდს გაეცნო 4303 სტუმარიმხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 1808 მეტრი (65 წთ.) თბილისის კინოსტუდია პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 19.04.1941 წელს
| |
| დამდგმელი რეჟისორი:
ლეო ესაკია სცენარის ავტორები: ილო მოსაშვილი,
ლეო ესაკია დამდგმელი ოპერატორი:
ალექსანდრე დიღმელოვი დამდგმელი მხატვარი:
რევაზ მირზაშვილი კომპოზიტორი:
ალექსი მაჭავარიანი ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი მონაწილეობენ: ნელი ჩიქოვანი (ფატმანი), ელზა აფაქიძე (ცირუ),
მედეა ჯაფარიძე (ნაზიმე),
ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მოხუცი კოლმეურნე),
მიხეილ მგელაძე (სანდრო),
ლეონიდ რომანოვი (სადარაჯოს უფროსი),
ვასილ ბალანჩივაძე (ოსმანი),
აკაკი კვანტალიანი (ალი), ა. ბილაშვილი (თემური),
გრიგოლ კოსტავა (უცხოელი),
ვიქტორ ჭანკვეტაძე (უცხოელი) | |  | თურქეთთან მოსაზღვრე მთის მდინარეში გადავარდნილ გოგონას, ფატმანს ქართველი მესაზღვრე სიკვდილს გადაარჩენს. ღარიბი მწყემსის შვილს კოლმეურნეები მზრუნველობას არ დააკლებენ. ფატმანი ბევრ მეგობარს შეიძენს. შინ, თურქეთში დაბრუნებულ ფატმანს სახლში უცხოელი დივერსანტი დახვდება. გოგონა საბჭოთა მესაზღვრეებს აცნობებს დივერსანტის გამოჩენის შესახებ და მისი შეპყრობის შემდეგ საბჭოთა ტერიტორიაზე გადმოვა საცხოვრებლად. | | | |