მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამშობლო (1939)
ამ გვერდს გაეცნო 6760 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2320 მეტრი (84 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 13.04.1940 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, ნიკოლოზ შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
დამდგმელი მხატვარი: იოსებ გაბაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვალია გრელიცკაია
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ნათელა–აგროტექნიკოსი), კოტე დაუშვილი (იაგორი – ნათელას მამა, კოლმეურნე), რიურიკ ჩხეიძე (ნოდარი იაგორის ვაჟი), სერგო ზაქარიაძე (სარდიონი), ლევან ხოტივარი (არჩილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (იასონი–კოლმეურნეობის ბუღალტერი), კოხტა ყარალაშვილი (ამირანი), ლეონიდ რომანოვი (ვანო), კარლო გეგენავა (დათო), ილია მამფორია (ვახტანგი), ფ. ბალაბანი (სტუმარი), ა. მიუსარი (პოლკოვნიკი), ივან ნოვიკოვი (კომენდანტი), ზაალ ტერიშვილი (საზღვრის დამრღვევი), თეიმურაზ ხელაშვილი (დივერსანტი), ვახტანგ ნინუა (ტიტიკო), ეთერ ჟორდანია (მარიკო), ელენე ჩოხელი
 

მშრომელი გლეხები სარდიონი და იაგორა მეგობრები არიან. იაგორამ და თანასოფლელებმა არ იციან, რომ სარდიონი უცხოეთის დაზვერვის აგენტია. იაგორას შვილი, სამოქალაქო ომის დროს საზღვარგარეთ გაქცეული ნოდარი უცხოეთის დაზვერვის დავალებას შეასრულებს და სარდიონის მეგზურობით სამშობლოში დივერსანტებს შემოაპარებს. მესაზღვრეებისგან დევნილი ნოდარი თავს მამის სახლს შეაფარებს. იაგორა შვილის საქციელს დაგმობს და მის დაპატიმრებას ხელს შეუწყობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.