მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დიადი განთიადი (1938)
ამ გვერდს გაეცნო 10516 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ისტორიულ-რევოლუციური, 11 ნაწილი, 2369 მეტრი (86 წთ.)
თბილისის კინოსტუდია
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 06.11.1938 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: გიორგი ცაგარელი, მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე
კომპოზიტორი: ივანე გოკიელი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, როსტისლავ ლაპინსკი
მემონტაჟე: ელიზბარ გაბრიელი
მონაწილეობენ: კონსტანტინე მიუფკე (ვ.ი. ლენინი), მიხეილ გელოვანი (ი.ბ. სტალინი), ბორის პოლტავცევი (ი.მ. სვერდლოვი), სპარტაკ ბაღაშვილი (გიორგი ღუდუშაური), თამარა მაკაროვა (სვეტლანა), ანა სმირნოვა (სვეტლანას დედა), ვასილ მატოვი (ერშოვი–ჯარისკაცი), დ. ივანოვი (პანასიუკი–გლეხი), გიორგი საღარაძე (წერეთელი–მინისტრი), მიხეილ ჩიხლაძე (მიქელაძე–პოლკოვნიკი), ივანე პერესტიანი (გენერალი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სამხედრო ექიმი), შალვა ღამბაშიძე (ქარუმიძე–დიპლომატი), გიორგი შავგულიძე (პავლე ღუდუშაური), ნუცა ჩხეიძე (ღუდუშაურის დედა), ალექსანდრე კვალიაშვილი, შალვა ხუსკივაძე, გიორგი ჯავაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, პეტრე მორსკოი (დერიუგინი)
 

1917 წელი. რევოლუციურად განწყობილ ჯარისკაცებს გერმანიის ფრონტზე ბრძოლა აღარ სურთ. ისინი დელეგატების - ღუდუშაურის, პანასიუკისა და ერშოვის ხელით გაზეთ "პრავდის" რადაქციას ფრონტზე შეკრებილ ფულს გაუგზავნიან. დელეგატები სტალინს შეხვდებიან. პეტროგრადში საპროტესტო მიტინგები ხშირდება. ლენინი ხალხს შეიარღებული აჯანყებისკენ მოუწოდებს. დროებითი მთავრობა ცეცხლს გაუხსნის მომიტინგეებს, რომელთა შორის ჯარისკაცთა დელეგატებიც არიან. ისინი ზამთრის სასახლის იერიშში მონაწილე რაზმებს წინ გაუძღვებიან.

ფესტივალები და პრიზები:
  • მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1941).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.