მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დაკარგული სამოთხე (1937)
ამ გვერდს გაეცნო 24569 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 8 ნაწილი, 2270 მეტრი (83 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 15.05.1938 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ბორის ბურავლიოვი
დამდგმელი მხატვრები: დავით კაკაბაძე, ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მემონტაჟე: ელიზბარ გაბრიელი
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (პეპელა), ბათუ კრავეიშვილი (ლაზარია–მოჯამაგირე), არკადი ხინთიბიძე (მიქელა–აზნაური), შალვა ბეჟუაშვილი (ასლანი–აზნაური), შალვა ჯაფარიძე (ამბაკო–მეზობელი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (არისტო–მაჭანკალი), ვლადიმერ ტყეშელაშვილი (სოლომონი–მაჭანკალი), ილია მამფორია (მღვდელი ზოსიმე), ვასილ ბალანჩივაძე (ბაბუა ანტონი), შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ბოქაული), ქეთო ჯინჭველაშვილი (ამბაკოს მეუღლე), გიორგი ჩახავა (დომენტი), გიორგი ყიფიანი (გრამიტონი), გიორგი გაბელაშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, ემანუილ აფხაიძე, გიორგი საღარაძე (აზნაური), მიხეილ ჩიხლაძე (თავადი), ალექსანდრე (საშა) შონია (აზნაური)
 

გაღატაკებული აზნაურები, ძმები მიქელა და ასლან კალმახელიძეები მაჭანკლებს მდიდარი საპატარძლოების მოძებნას დაავალებენ. მაჭანკლები ძმებს ერთსა და იმავე ქალს სთავაზობენ. პეპელა, რომელსაც კალმახელიძეების მოჯამაგირე ლაზარია უყვარს, სასაცილოდ აიგდებს სასიძოებს. მიქელა გამდიდრების სხვა გზას მოძებნის – თავს მოიმკვდარუნებს და შემდეგ, "მკვდრეთით აღმდგარი", შესაწირავს კრებს გულუბრყვილო სოფლელებისგან, რომლებსაც საიქიოს ამბებით აბრუებს. ვალებში ჩაფლული ძმების მამული საჯაროდ გაიყიდება. ლაზარიას თავშესაფარიც აღარ დარჩება და ახალი ცხოვრების ასაწყობად პეპელასთან ერთად ქალაქს მიაშურებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.