მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნარინჯის ველი (1937)
ამ გვერდს გაეცნო 12942 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი, 2537 მეტრი (92 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 14.06.1937 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორები: ლეო ქიაჩელი, ნიკოლოზ შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვრები: იოსებ გაბაშვილი, შალვა მამალაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ კოტოვი
მონაწილეობენ: ლევან ხოტივარი (თედო–კოლმეურნეობის თავ–რე), ნატო ვაჩნაძე (ნანი–თედოს საცოლე), ვერიკო ანჯაფარიძე (სალომე –თედოს დედა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კოსტაია–კოლმეურნე), მიხეილ გელოვანი (კირილე–მოანგარიშე), რიურიკ ჩხეიძე (გიორგი–ბრიგადირი), აკაკი ხორავა (მოხუცი კოლმეურნე), ალექსანდრე წითლიძე (იასონი–პარტუჯრედის მდივანი), უშანგი ჩხეიძე (იულონი–რაიკომის მდივანი), ემანუილ აფხაიძე (ბარნაბა–კირილეს მეგობარი), ილია მამფორია, ზაალ ტერიშვილი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, ალეანდრა ხოფერია, გიორგი (გიგა) ბრეგვაძე
 

საკოლმეურნეო მოძრაობის მტერი კირილე რჩევებით თავ-გზას უბნევს კოლმეურნეობა "ნარინჯის ველის" თავმჯდომარეს, თედოს, რომელსაც მისი მხარდაჭერის სჯერა. კირილე ცდილობს ერთმანეთს წაკიდოს თედო და ჯარიდან დაბრუნებული გიორგი. ეჭვიანი თედო დაიჯერებს, რომ გიორგის მის საცოლეზე უჭირავს თვალი. კირილე ვერაგულად მოკლავს თავმჯდომარეს, რასაც შემთხვევით გლეხი კოსტაია შეესწრება. ზარმაცი კოსტაია, რომელმაც კოლმეურნეობის სიკეთე ირწმუნა, მისი სახლის ასაშენებლად მისულ კოლმეურნეებს მკვლელის ვინაობას გაუმხელს.

ფესტივალები და პრიზები:
  • მიენიჭა სახელმწიფო პრემია (1941).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.