მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ფრთოსანი მღებავი (1936)
ამ გვერდს გაეცნო 7561 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2245 მეტრი (81 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.05.1937 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: დავით კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ კოტოვი, დავით ლომიძე
მონაწილეობენ: ტაისა სავა (ნინა–ავიაკონსტრუქტორი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (ლექსო–მღებავი), შოთა ნოზაძე (ნოდარი–მღებავი), ლ. თოთაძე (ქორიძე–აეროკლუბის უფროსი), ალექსანდრე კვალიაშვილი, გიორგი ჯავაშვილი, ლევან ხოტივარი, შალვა ხუსკივაძე

1938 წელს ფილმი ქართულ ენაზე დუბლირებულია რეჟისორ დიომიდე ანთაძის მიერ
 

მრავალსართულიანი სახლის კედელზე გამოკიდებულ მღებავებს, ლექსოს და ნოდარს სახლის ბინადარი ქალიშვილი, ნინა შეუყვარდებათ. იმისთვის, რომ მეტოქე თავიდან მოიშოროს, ლექსო ნოდარს რეკომენდაციას მისცემს საფრენოსნო კურსებზე ჩასარიცხად – არ იცის, რომ ნინა სწორედ ამ კურსების ინსტრუქტორია. ქალიშვილის მოსახიბლად ლექსო თავს გამოცდილ მფრინავად გაასაღებს. ერთხელ მას მართლაც მოუწევს დაზიანებული თვითმფრინავის მგზავრის გადარჩენა, რისთვისაც სახიფათო ტრიუკებს ჩაატარებს. იგი პროფესიონალ მფრინავად გახდომას გადაწყვეტს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.