მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ორი მეგობარი (1937)
ამ გვერდს გაეცნო 7584 სტუმარი
მხატვრული ფილმი, საბავშვო, 6 ნაწილი, 1134 მეტრი (41 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორები: ილო მოსაშვილი, ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: ივანე გოკიელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ კოტოვი
მონაწილეობენ: ლამარა ჩიქოვანი (ლამარა), ვლადიმერ მილორავა (ბესა), აკაკი ხორავა (კოლმეურნეობის თავ–რე), ზაქარია ბერიშვილი (ნინია), გიორგი როსება (ბაღოღიშვილი) (დავითი–მწყემსი), ვლადიმერ (ლადო) კავსაძე
 

კოლმეურნეობის კუთვნილი ძროხის უკანონოდ გაყიდვისთვის თანასოფლელები ნინიას გაკიცხავენ. ნაწყენი ნინია კოლმეურნეობის ფარას რკინიგზის ლიანდაგზე შერეკავს. ნინიას ძმისშვილი ლამარა და მისი მეგობარი ბესა ფარის ლიანდაგიდან გადარეკვას ცდილობენ. ნინია ბიჭს დაარტყამს და ლიანდაგზე მიატოვებს. ლამარა ჩირაღდანს აანთებს და მატარებელს შეაჩერებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.