მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დარიკო (1936)
ამ გვერდს გაეცნო 15743 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2654 მეტრი (96 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 13.01.1937 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: შალვა აფაქიძე
დამდგმელი მხატვარი: კორნელი სანაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: როსტისლავ ლაპინსკი, ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: თამარ ციციშვილი (დარიკო), ნუცა ჩხეიძე (ბაბალე), სერგო ზაქარიაძე (სიმონა), ნიკოლოზ ანჯაფარიძე (გიგოია), შალვა ღამბაშიძე (დავითი), არკადი ხინთიბიძე (ტიტიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოსე), პეტრე მორსკოი (მუშა–ტუსაღი), ალექსანდრე (საშა) შონია (გამცემი), ი. აღასოვი (მაზრის უფროსი), ელიაზარ იმერელი (ბოქაული), ზაალ ტერიშვილი (ურიადნიკი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (მეზობელი), ილია მამფორია (ილიკო), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი (დათია), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი, ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე, შალვა ხუსკივაძე

გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით ("სიმონა" და "მოსე მწერალი").
ფილმი აღდგენილია 1970 წელს
 

მდიდარ გლეხ დროიძეს ქვრივი ბაბალეს მიწის ხელში ჩაგდება უნდა. ის ბაბალეს ვაჟს, სიმონას, ყალბი საბუთის შედგენას დააბრალებს. სიმონას დააპატიმრებენ, მის დედას და ძმას კი გადაასახლებენ. სიმონას ცოლს, უქმროდ დარჩენილ დარიკოს დროიძის შვილი მიუვარდება და გაუპატიურებას დაუპირებს. ქალს თავდამსხმელი შემოაკვდება. დარიკო ტყეს შეაფარებს თავს, გლეხებთან ერთად მებრძოლ რაზმს ჩამოაყალიბებს და კაზაკების თარეშისგან იცავს გლეხებს. სიმონა საპატიმროდან გაიქცევა და დარიკოს რაზმს შეუერთდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.