მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


არშაულა (1935)
ამ გვერდს გაეცნო 7065 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 1961 მეტრი (71 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 11.02.1936 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: ილო მოსაშვილი
დამდგმელი ოპერატორები: დავით კანდელაკი, შალვა აფაქიძე, ვლადიმერ პოლიკარპოვი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დავით ლომიძე
მონაწილეობენ: ცეცილია წუწუნავა (ქადაგის ქვრივი), ქეთევან ჯაფარიძე (ნუნუ), ზაალ ტერიშვილი (ბერდია–ნუნუს მამა), გაიოზ მელიავა (ლევანი–ბერდიას სიძე), ელენე სენიჩევა-ესაკია (ინჟინერი ქალი), პ. ბონდარევი (ზადიხაილო–კულაკი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (მაია), ნ. ბადურაშვილი (ნასყიდა), კოხტა ყარალაშვილი (კობა), ნიკოლოზ მამულაშვილი (ხევისბერი), აკაკი (კაკო) კვანტალიანი, კოტე დაუშვილი
 

კულაკები ინტრიგების ხლართვით ხელს უშლიან არშაულას მთის აფეთქებას და მისი წიაღიდან ანდეზიტის მადნის მოპოვების საქმეს. არშაულა წმინდა მთად არის მიჩნეული. ამ საბაბით ბობოლები ფანატიკოს მორწმუნეთა ამხედრებას ცდილობენ საქმის ჩასაშლელად. სოფლის კრების გადაწყვეტილებით არშაულას ააფეთქებენ. კულაკი ბერდია ასაფეთქებელ ზონაში მოჯამაგირეს გზავნის, რომელმაც ბევრი იცის მისი პროვოკაციების შესახებ. გულუბრყვილო ნასყიდა მთის აფეთქებისას იღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.