მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მდინარის გაღმა (1935)
ამ გვერდს გაეცნო 5880 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 5 ნაწილი, 1678 მეტრი (61 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ზაქარია ბერიშვილი
სცენარის ავტორი: ილო მოსაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე იმედაშვილი (მოხუცი ამზათი), გიორგი (გიგა) ბრეგვაძე (რამაზანი–ამზათის შვილიშვილი), ლილი ყიფიანი (აჯარი – რამაზანის და), კოტე დაუშვილი (ბიგაი–მნე, ყოფილი ბოქაული), გიორგი ჯავაშვილი (მირზა–ვაჭარი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (ყარამანი - ტრაქტორისტი), ივანე გვინჩიძე (ჯანგირი), მიხეილ გოცირიძე (რამაზანი–ბავშვობაში), ელენე ჩოხელი, ნიკოლოზ ანჯაფარიძე
 

ვაჭარ მირზას აჯარის ცოლად შერთვა უნდა, მაგრამ ქალს ძმის მეგობარი, ჯანგირი უყვარს. მირზა მეტოქის ჩამოსაცილებლად ქალიშვილის ბაბუას ეტყვის, ჯანგირის მამა შენი შვილის მკვლელიაო. მოხუცი სისხლის აღებას შვილიშვილს, რამაზანს დაავალებს, მაგრამ ის ჯანგირთან შეხვედრის შემდეგ განზრახვაზე ხელს აიღებს. მოხუცი ახლა მირზასგან მოითხოვს ჯანგირის მოკვლას. შეყვარებულის გასაფრთხილებლად მიმავალ აჯარს მირზა გზას გადაუღობავს. ქალიშვილს ჯანგირი და რამაზანი მიეშველებიან, მირზას შეიპყრობენ, დაჭრილ აჯარს კი საავადმყოფოში წაიყვანენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.