მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჟუჟუნას მზითევი (1934)
ამ გვერდს გაეცნო 9496 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია/მუნჯი, 7 ნაწილი, 2200 მეტრი (79 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 23.08.1934 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: სიკო ფალავანდიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ პოზნანი
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრა თოიძე (ჟუჟუნა–მჭედელის ქალიშვილი), ილია მამფორია (გალაქტიონი–კულაკი), გიორგი გაბელაშვილი (ვარდენი–ცხენიპარია), არკადი ხინთიბიძე (დარაჯი), პავლე ჯალაღანია (კოლმეურნეობის თავ–რე), კირილე მაჭარაძე (მოხუცი მჭედელი), კიკა ხინთიბიძე (ბიჭი), დავით ალავიძე (კოლმეურნე), ქეთევან ანდრონიკაშვილი (ჟუჟუნას მამიდა), ვლადიმერ დოლიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ალაზნისპირელი (ონისე), ელენე ჩოხელი

ფილმი 1965 წელს გადაამუშა და გაახმოვანა რეჟისორმა ლევან ხოტივარმა
  • დიალოგის ავტორი: ვლადიმერ კარსანიძე
  • კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
  • ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
  • რეჟისორ–მონტაჟიორი: ვასილ დოლენკო
  • მემონტაჟე: ნელი მედნიკოვა
  •  

    ღარიბი გლეხი ვარდენი მდიდარი საცოლის პოვნას გადაწყვეტს, მაგრამ მისი სიღატაკე მაჭანკლებსაც აფრთხობს. კულაკ გალაქტიონის წაქეზებით ვარდენი ცხენის მოპარვას შეეცდება, მაგრამ ქურდობაზე წაასწრებენ და საფრთხეს ძლივს გადაურჩება. თანასოფლელი ქალიშვილის, ჟუჟუნას დახმარებით ვარდენს სამჭედლოში მიიღებენ სამუშაოდ. იგი პატიოსანი შრომით თანასოფლელთა ნდობას დაიმსახურებს და აღარც ჟუჟუნა ითაკილებს მისგან ხელის შეთავაზებას.
     
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.