მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უკანასკნელი მასკარადი (1934)
ამ გვერდს გაეცნო 11004 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ისტორიული, 7 ნაწილი, 2700 მეტრი (98 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.10.1934 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
კომპოზიტორი: გრიგოლ კილაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
მონაწილეობენ: ალექსანდრე ჯალიაშვილი (მიტო), დუდუხანა წეროძე (მარო), ოლღა ლეჟავა (მიტოს დედა), გიორგი ქუჩიშვილი (მიტოს მამა), სერგო ზავრიევი (დიომიდე), ნატო ვაჩნაძე (თამარი), მიხეილ გელოვანი (როსტომი), აბო ზარდიაშვილი (ნიკო), ვიქტორ გამყრელიძე (მიხო), შალვა გედევანიშვილი (ვოვა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მდივანი), კოტე მიქაბერიძე (გალიფელი), გიორგი გაბელაშვილი (ვარდენი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ილია მამფორია, ზაალ ტერიშვილი, შალვა ღამბაშიძე (მდიდარი ვაჭარი ), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი, გიორგი ჯავაშვილი, ლევან ხოტივარი (მენშევიკი ოფიცერი), შალვა ხუსკივაძე, არკადი ხინთიბიძე (ენაბლუ ტუსაღი), პეტრე მორსკოი (ბოლდირევი)

ფილმი აღდგენილია 1965 წელს
 

თბილისელი მუშის, მიტოს მამას ტერორიზმისა და მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისთვის სიკვდილით სჯიან, მიტოს კი ციხეში სვამენ. პატიმრობიდან გათავისუფლებული მიტო პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ხვდება და გერმანელ ჯარისკაცებს ზავისკენ მოუწოდებს. ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს, მათ შორის მიტოსაც, მთავრობის ჯარი განაიარაღებს. ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში აჯანყება იფეთქებს. გაქცეული მენშევიკური ხელისუფლების ნაცვლად ქვეყანაში ბოლშევიკები შემოდიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.