მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უკანასკნელი ჯვაროსნები (1933)
ამ გვერდს გაეცნო 11040 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 2260 მეტრი (83 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 06.06.1934 წელს 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: შალვა აზმაიფარაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: როსტისლავ ლაპინსკი, ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ციცია–თორღვაის საცოლე), სერგო ზაქარიაძე (თორღვაი), შოთა ნოზაძე (მგელია), ვასილ (ვასო) არაბიძე (მჭედილა), მიხეილ აბესაძე (დათვია), სანდრო კანდელაკი (იმედა), შალვა ხოფერია (მუსა), ნიკოლოზ ანჯაფარიძე (ვაჟია), აკაკი (კაკო) კვანტალიანი (გელა), ოლღა კეჟერაძე (თორღვაის დედა), ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (ხევსური ქალი), გიორგი გაბელაშვილი (გიგია), ვასილ ბალანჩივაძე (ქისტი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (ხევსური), შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (მამასახლისი ), შალვა ხუსკივაძე, ილია მამფორია, ივანე გვინჩიძე (საბჭოს თავმჯდომარე), ზაალ ტერიშვილი, გიორგი ომიაძე, ნელი ხერხეულიძე, კოტე დაუშვილი

ფილმი 1965 წელს აღადგინეს და ხელმეორედ გაახმოვანეს
რეჟისორებმა სიკო დოლიძემ და ზაქარია გუდავაძემ
 

ხევსურებმა ორი ქისტი მოკლეს. ადათის მიხედვით, ქისტებმა თანამოძმეთა სისხლი უნდა აიღონ, მაგრამ ქისტები შურისძიებაზე უარს იტყვიან. მოკლულებს სოფლის საზღვართან მიწას მიაბარებენ და ხევსურებს შერიგების ნიშნად სეპარატორს დაუტოვებენ. ხევსურებს შერიგების არ სწამთ, სეპარატორს დაამტვრევენ, შერიგების მომხრე მგელიას კი მოკლავენ. მგელიას ძმა თორღვა დარწმუნებულია ქისტების უდანაშაულობაში და სისხლის აღებას არ აპირებს. თანასოფლელები ლაჩრად ჩათვლიან, საცოლეც მიატოვებს. თორღვა ხალხს დაუმტკიცებს, რომ შუღლის გამღვივებლები ახალი ცხოვრებით უკმაყოფილო ქისტი და ხევსური ბობოლები არიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.