მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნახვამდის (1934)
ამ გვერდს გაეცნო 6710 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1978 მეტრი (71 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 09.01.1935 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი მაკაროვი
სცენარის ავტორები: სამუელ (ბაჭუა) კუპრაშვილი, გიორგი ცაგარელი
დამდგმელი ოპერატორი: აბრამ რუდოი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: მიხეილ გელოვანი (სპირიდონ ლომიძე), ნუცა ჩხეიძე (სპირიდონის დედა), კირილე მაჭარაძე (თავადი დავითი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (დავითის ცოლი), ლევან ხოტივარი (თენგიზი–დავითის შვილი), პ. ჭყონია (ჯიმშერი–დავითის ძმა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მამასახლისი), ცეცილია წუწუნავა (მამასახლისის ცოლი), არკადი ხინთიბიძე (მოქეიფე ახალგაზრდა), პ. ბარმატოვი (ბრმა), ლუდმილა ვრუბლიოვსკაია (რევოლუციონერი ქალი), მიხეილ ქორელი (პროკურორი), ალექსანდრე ყალაბეგიშვილი (გენერალი), კოტე ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე კვალიაშვილი, კ. კობიაშვილი, პეტრე მორსკოი (მეეტლე), გიორგი ფრონისპირელი, ლილი ყიფიანი, ს. ეპიტაშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე თაყაიშვილი, ვასილ (ვასო) არაბიძე, გიორგი ჯავაშვილი, სეფე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე წითლიძე, ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე

ფილმი ხელმეორედ გაახმოვანეს 1964 წელს
 

მემკვიდრეობის გამო ძმასთან გაუთავებელი დავის მოსაგვარებლად თავადი დავითი თავის ვაჟს თენგიზს ქალაქში გაგზავნის. თენგიზი ადვოკატისთვის განკუთვნილ თანხას დროსტარებაში გაფლანგავს და დანაკარგის ასანაზღაურებლად თავის საბუთებს ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ლომიძეს მიყიდის. ლომიძეს შეიპყრობენ და მისი პირადობის დასადგენად საბუთებში აღნიშნულ სოფელს მიადგებიან. არალეგალური ორგანიზაციის მიერ გაფრთხილებული გლეხები რევოლუციონერს არ გასცემენ. გათავისუფლებული ლომიძე საზღვარგარეთ გაემგზავრება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.