მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შაქირი (როტე ფანე) (1932)
ამ გვერდს გაეცნო 10730 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2600 მეტრი (94 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 06.11.1932 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: პ. ხარიტონოვი, როსტისლავ ლაპინსკი
მონაწილეობენ: კოხტა ყარალაშვილი (შაქირი), ბეგლარ ამირჯიანი (ვალტერი), გრიგოლ მიჩურინი (რობერტი), ელენე სენიჩევა-ესაკია (ელფრიდა), ვლადიმერ ბარსკი (კოლონისტი), გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე (რობერტის შვილი), ო. გეგელაშვილი (ვალტერის შვილი), ვიქტორ ჭანკვეტაძე (ვალტერის შვილი), არკადი ხინთიბიძე, შალვა ალხაზიშვილი, თამარ კალანდაძე, შალვა ხუსკივაძე

პირველი ხმოვანი ქართული მხატვრული ფილმი.
 

მოჯამაგირე რობერტის თაოსნობით და ღარიბი გლეხობის მხარდაჭერით გერმანელ კოლონისტთა შორის კოლმეურნეობა "როტე ფანე" ანუ "წითელი დროშა" ჩამოყალიბდება. კულაკების აგიტაციის გავლენით კოლონისტების ნაწილი გერმანიაში გადასახლდება, სადაც მათ კრიზისი და უმუშევრობა დახვდებათ. გადასახლებულები წასვლას ნანობენ, რადგან "როტე ფანე" ძლიერდება და წარმატებებს აღწევს, კულაკი ვალტერი რობერტის მოსაკლავად დარაჯს, შაქირს მოისყიდის. მოხუცი რობერტს ვერ გაიმეტებს და ვალტერს ამხელს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.