მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჰასანი (1932)
ამ გვერდს გაეცნო 6195 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1885 მეტრი (68 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 13.11.1932 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე
სცენარის ავტორები: გიორგი ცაგარელი, კოტე მიქაბერიძე
დამდგმელი ოპერატორები: ვლადიმერ კერესელიძე, ბ. ბაში
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ვასილ (ვასო) არაბიძე (ჰასანი), ოლღა კეჟერაძე (ფატმა–ჰასანის ცოლი), ალექსანდრე თაყაიშვილი (ალი–ჰასანის და ფატმას შვილი), ნინა სამუკაშვილი (გულნარა), მერი ერისთავი (კომკავშირელი გოგონა), აბო ზარდიაშვილი (მოჯამაგირე), კირილე მაჭარაძე (იბრაჰიმი–კულაკი), დიმიტრი სუხიტაშვილი-გლდანელი (ისმაილი–კულაკი), ი. ასკურავა (კოლმეურნე ქალი), თამარ ცაბაძე, გრიგოლ ჩიქოვანი, გოგი თაყაიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე
 

მძიმე, უნაყოფო ჯაფით გატანჯული აჭარელი გლეხი ჰასანი იძულებულია ოჯახი მოჯამაგირეობით არჩინოს. კულაკი იბრაჰიმი მარჩენალ ხარ-კამეჩს ვალში წაართმევს, წვალებით მოწეულ ყანას ნიაღვარი წალეკავს. შიმშილისა და განადგურებისგან თავის დასაღწევად ჰასანი კოლმეურნეობაში გადაწყვეტს შესვლას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.