მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნამდვილი კავკასიელი (1931)
ამ გვერდს გაეცნო 6060 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/კომედია, 6 ნაწილი, 1652 მეტრი (60 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 08.07.1934 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
მემონტაჟე: ელიზბარ გაბრიელი
მონაწილეობენ: პ. ზნაჩკოვსკი (მოლარე), სოფია ჟოზეფი (მოლარის ცოლი), ანა აშიმოვა (მოლარის და მისი ცოლის მეგობარი), დიმიტრი ყიფიანი (კინომსახიობი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე
 

მოლარე ზნაჩკოვსკი კავკასიელ ხალხთა ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველი წიგნების კითხვით არის გატაცებული. ამ გატაცებას მისი ცოლიც იზიარებს. ქალი შემთხვევით ქართველ კინომსახიობს გაიცნობს, სახლში მიიწვევს და სტუმრის ნაამბობით მოხიბლული, მასთან ერთად საქართველოში გამგზავრებას გადაწყვეტს. ცოლის საძებნელად სადგურში მისული ზნაჩკოვსკი ცდუნებას ვერ გაუძლებს და მატარებელს საქართველოსკენ გაყვება. თბილისისა და საერთოდ, კავკასიის ხილვით ბედნიერი მოლარე შინ კავკასიურად გამოწყობილი დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც იძულებული გახდება წუღა-მესტი მეეზოვის დახმარებით გაიხადოს, ზნაჩკოვსკის თვალში კავკასიური ეგზოტიკა ხიბლს დაკარგავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.