მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დამკვრელი (1931)
ამ გვერდს გაეცნო 5814 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1747 მეტრი (63 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
მონაწილეობენ: სიკო ფალავანდიშვილი (მუშა), ე. მარტინიანი (კომკავშირელი გოგონა), არკადი ხინთიბიძე (მუშის მეგობარი), გ. ბერძენიშვილი (ლადო)
 

ახალგაზრდა მუშას, ლადოს, ნავთობსადენზე აღმოჩენილი წუნისთვის ბრალს დასდებენ და სამჭედლო საამქროში გადაიყვანენ. ნავთობსადენის შეკეთების შემდეგ ბრიგადები სოციალისტურ შეჯიბრებას წამოიწყებენ, მაგრამ პირველ ბრძმედში ჩარხის დეტალი გაქრება. მის მოპარვას მეორე ბრიგადის ხელმძღვანელს დააბრალებენ, თუმცა გაირკვევა, რომ დეტალი შურისძიების მიზნით ლადოს მოუპარავს. საერთო კრება ლადოს მოხსნას მოითხოვს, მაგრამ ოსტატის შუამდგომლობის შემდეგ მას ქარხანაში დატოვებენ. შეჯიბრება წარმატებით დამთავრდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.