მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უგუბზიარა (1930)
ამ გვერდს გაეცნო 6451 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 2128 მეტრი (77 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 08.03.1931 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, ვლადიმერ კერესელიძე
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე
მონაწილეობენ: ვასილ (ვასო) არაბიძე (ჯოტო), ნუცა ჩხეიძე (ჯოტოს ცოლი), ვიქტორ გამყრელიძე (კონდრატი), გიორგი გუნია (კომკავშირის მდივანი), გ. ლაკობა (კომკავშირის აქტივისტი), მიხეილ ჭავჭავაძე (კადირი–ჯოტოს მეგობარი), მარგარიტა ქილარჯიშვილი (კონდრატის ცოლი), იოსებ ასლანიშვილი (ექიმი), ლ. ვირსალაძე (ექთანი), ტიტე ბუკია (გაჯი–ჯოტოს ვაჟი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი (მჭედელი), დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), ალექსანდრე კევლიშვილი
 

სოფლის ექიმბაში ჯოტო საავადმოფოს აშენების წინააღმდეგია, თუმცა, სხვათა თვალის ასახვევად, სამშენებლო ფონდში თანხა მასაც შეაქვს. ჯოტო უიმედო სნეულებს საავადმყოფოში აგზავნის, ცდილობს ახალგაზრდა, გამოუცდელ ექიმს სახელი გაუტეხოს. საავადმყოფოს – დახურვა, ექიმს გაძევება ემუქრება. მოულოდნელად, ჯოტოს შვილი დოღში ცხენიდან გადმოვარდება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ჯოტო ოპერაციის გაკეთებას ვერ გაბედავს, მისი ცოლი შვილის ბედს ექიმებს მიანდობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.