მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გაყრა (1930)
ამ გვერდს გაეცნო 6506 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1919 მეტრი (69 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 14.11.1931 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: გიორგი მაკაროვი, ვ. როგოვსკი
სცენარის ავტორი: პეტრე მორსკოი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, ლადო გუდიაშვილი
მონაწილეობენ: კირილე მაჭარაძე (სერგო–მტვირთავი), ალექსანდრა თოიძე (კატო–სერგოს ქალიშვილი), ალექსანდრე ჯალიაშვილი (ბესო–მტვირთავი)
 

ძველი თაობის მტვირთავი სერგო და ნავსადგურის ახალგაზრდა მუშა ბესო შრომის რაციონალიზაციის საკითხებზე ვერ თანხმდებიან. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ სერგოს ქალიშვილი კატო მამის სურვილის წინააღმდეგ ბესოს მიყვება ცოლად. მამის მსგავსად საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმას კატოს ქმარიც უკრძალავს. ცოლ-ქმრის დავა გაყრით სრულდება. ნავსადგურის მექანიზაცია მტვირთავთა შრომას შეამსუბუქებს. სერგო ახალი ტექნოლოგიების სიკეთეს აღიარებს და სიძეს შეურიგდება. ახალგაზრდებიც შერიგდებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.