მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


განწირულნი (1930)
ამ გვერდს გაეცნო 5564 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1850 მეტრი (67 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 05.05.1930 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლევ პუში
სცენარის ავტორები: ლევ პუში, ალექსანდრე გიდონი
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ კერესელიძე
დამდგმელი მხატვარი: ლადო გუდიაშვილი
მონაწილეობენ: ნიკოლაი კოლომენსკი (ჩერნოვი), გალინა ეგოროვა-დოლენკო (ლუიზა–მსახური ქალი), ა. მარტინოვი (შინაური მტერი), შალვა ხუსკივაძე (ხრუშჩოვი–პოლკოვნიკი), ი. მაროტი (რიბო), ნ. ბონდარენკო
 

რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მყოფი რუსი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნებას მოინდომებენ, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა მათ საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდევს. პროვოკატორის დახმარებით ჯარისკაცებს გემზე შეიტყუებენ, რომელმაც მაროკოში კოლონიური ჯარებისთვის მოხალისეები უნდა გადაიყვანოს. პროვოკაცია შემთხვევით გამჟღავნდება. ჯარისკაცები ეკიპაჟს შეიპყრობენ და გემს სამშობლოსკენ უცვლიან გეზს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.