მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბანაკი მთაში (1930)
ამ გვერდს გაეცნო 5624 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/საბავშვო, 6 ნაწილი, 2008 მეტრი (73 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე თაყაიშვილი
სცენარის ავტორი: აკაკი ბელიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
მონაწილეობენ: ი. კუხალეიშვილი (ტყის მცველი), ვ. გამრეკელი (ტყის მცველის მეუღლე), ი. დემეტრაშვილი (ლეო–ტყის მცველის შვილი), მ. ჩიქოვანი (პიონერხელმძღვანელი), ო. ერშოვა (მძღოლის თანაშემწე), დ. დიდებულიძე (საბჭოს თავმჯდომარე)
 

მთიან სოფელში დაბანაკებული პიონერები სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ. ტყის მცველის შვილი ლეო ბავშვებს თავს არიდებს – შიშობს, რომ მამის ნაჩუქარ დათვის ბელს წაართმევენ. ბიჭი შემთხვევით პიონერების შეგროვილ ბალახეულს ცეცხლს გაუჩენს. ხანძარს გაჭირვებით ჩააქრობენ. ბანაკის ხელმძღვანელობა ლეოს არ დასჯის. პირიქით, მას პიონერთა რაზმში ჩარიცხავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.