მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შეხვედრა (1930)
ამ გვერდს გაეცნო 5552 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1800 მეტრი (65 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: გარსევან გომართელი
სცენარის ავტორი: სამსონ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ პოზნანი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ტატიანა მახმუროვა (მანსუმე მუსაევი–კომკავშირელი გოგონა), დიმიტრი ყიფიანი (ეფენდიევი), ა. ალუღიშვილი (კამბარი–რაიონის უფ.მილიციელი), აგარზა ყულიევი (აგარზა მუსაევი–სტუდენტი,პრაქტიკანტი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჰილა), ო. მიხაილოვა (ოლგა ბონდარენკო–პარტუჯრედის მდივანი), თამარ თვალავაძე
 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მანსუმე მუსაევა ბაქოში ჩადის და ქმართან ერთად ჩამორჩენილ მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა. მანსუმეს ყოფილი მუსავატელი ოფიცერი, ეფენდიევი გადაეკიდება, რომელიც ახლა მილიციის უფროსი გამხდარა. ქალის გულს რომ ვერ მოიგებს, ეფენდიევი მის ძალით დამორჩილებას შეეცდება. მანსუმე ეფენდიევში თეთრგვერდიელთა რაზმის მეთაურს შეიცნობს, რომელმაც მამა მოუკლა და სოფელი გადაუწვა. საქმეში სამართალდამცველები ჩაერევიან. თავის დასახსნელად ეფენდიევი ცეცხლს წაუკიდებს ნავთობის კოშკს, მაგრამ ხანძარში თვითონ დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.