მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კომუნარის ჩიბუხი (1929)
ამ გვერდს გაეცნო 6829 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 6 ნაწილი, 1850 მეტრი (67 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 30.07.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი: კოტე მარჯანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: უშანგი ჩხეიძე (რუ–კალატოზი), სერგეი (უმც) ზაბოზლაევი (რუს–შვილი), ვერიკო ანჯაფარიძე (ლუიზა), ტ. მენზონი (გაბრიელ დე ბონივეტი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ლეიტენანტი), თამარ ჭავჭავაძე (კომუნარი ქალი), შალვა ღამბაშიძე (ყასაბი), ილიკო მერაბიშვილი, შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (ფრანგი ოფიცერი), მიხეილ დავითაშვილი, გაიოზ მელიავა, მიხეილ სულთანიშვილი, ზაალ ტერიშვილი, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი)

გადაღებულია ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. კალატოზ ლუი რუს ცოლმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად ვერსალში გაიქცა. ლუი ბარიკადებზე დაიღუპა, დამარცხებული კომუნარები დახვრიტეს. მათ შორის იყო ლუის პატარა ვაჟი, რომელსაც ვერსალელმა ოფიცერმა თავშესაქცევად პირში გაჩრილ ჩიბუხში ესროლა და მოკლა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.