მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩქარი N 2 (1929)
ამ გვერდს გაეცნო 5199 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.11.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი მაკაროვი
სცენარის ავტორები: პეტრე მორსკოი, შალვა ხუსკივაძე
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი
დამდგმელი მხატვარი: რობერტ ფედორი
მონაწილეობენ: პ. ბარმატოვი (სტასენკო–მემანქანე), მ. სამოდუროვა (სტასენკოს ცოლი), ტ. შკლიარი (შურკა–სტასენკოს ქალიშვილი), მ. სტაცენკო (ვასკა–სტასენკოს ვაჟი), პ. პეჩკო (გრიშა–მემანქანე პრაქტიკანტი, სტუდენტი), შალვა ხუსკივაძე (მემანქანის თანაშემწე), მ. ზაგლობა (მემანქანე), ზაალ ტერიშვილი
 

ნამთვრალევი მემანქანე სტასენკო ორთქლმავლიდან გადმოვარდება და დაშავდება. დასახიჩრებული მამის და ოჯახის დასახმარებლად სტასენკოს ქალიშვილი შურკა დეპოში მუშაობას გადაწყვეტს, მაგრამ იქ ქალები არ სჭირდებათ. მამაკაცად გადაცმული შურკა კომკავშირლების დახმარებით ჩქარი მატარებლის გამყოლად მოეწყობა. ერთ დღეს მატარებელს ბანდიტები დაესხმიან თავს. მათ შესაპყრობად შურკაც აქტიურობს. დაპატიმრებულთა შორის მისი ძმაც აღმოჩნდება. შურკა ძმის მკაცრად დასჯას მოითხოვს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.