მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


საბა (1929)
ამ გვერდს გაეცნო 7595 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 2100 მეტრი (76 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 10.09.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორები: არსენ არავსკი, შალვა ალხაზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე ჯალიაშვილი (საბა–ტრამვაის მძღოლი), ვერიკო ანჯაფარიძე (მარო–საბას ცოლი), ანდრო ჯანუაშვილი (ვახტანგი–საბასა და მაროს შვილი), ეკა ჭავჭავაძე (ოლღა პიონერთა რაზმის ხელმძღ.), შალვა გედევანიშვილი, სეფე ლორთქიფანიძე, გიორგი ჯავაშვილი, ოლღა კეჟერაძე, სერგო ზავრიევი, სამსონ სულაკაური, მიხეილ ბაკურაძე, ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი
 

ძმაბიჭების გავლენით ტრამვაის მუშა საბა მთელ შემოსავალს სასმელში ფლანგავს. ვაჟიშვილი სამიკიტნოებში დაეძებს მამას. საბას ლოთობისთვის სამსახურიდან აგდებენ. ერთ დღეს საქმეს მოწყურებული საბა ტრამვაის მძღოლს გასაღებს მოპარავს და ცარიელ ტრამვაის გაიტაცებს. ამ დროს შემთხვევით საკუთარ შვილს გაიტანს. მუშათა სასამართლო ბრალს მთელს კოლექტივს დასდებს, რომელმაც დროულად ვერ მიხედა გზასაცდენილ ადამიანს და მუშათა რაიონებში ღვინის დუქნების გაუქმებას მოითხოვს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.