მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თეთრი მხედარი (ომის ღმერთი) (1929)
ამ გვერდს გაეცნო 6052 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 6 ნაწილი, 1900 მეტრი (69 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 05.11.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ეფიმ ძიგანი
სცენარის ავტორები: ლ. გოლდენვეიზერი, ეფიმ ძიგანი
დამდგმელი ოპერატორები: სერგეი ზაბოზლაევი, ალექსანდრე გალპერინი
დამდგმელი მხატვარი: რობერტ ფედორი
მონაწილეობენ: ა. სკალდოვი (გიორგი–მუშა), რაისა ესიპოვა (ნატაშა–გიორგის ცოლი,მოწყალების და), მ. კოჟევნიკოვი (იოანე–დეკანოზი,ნატაშას მამა), ალექსანდრე გუგუშვილი (არსენი–თეთრი მხედარი, ეპისკოპოსი), ვლადიმერ ურალსკი (ჯარისკაცი), ვლადიმერ (ლადო) გვიშიანი
 

ყოფილი მუშა, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე რუსი ჯარისკაცი გიორგი ფრონტზე წასვლამდე ღვთისმოსავი ადამიანი იყო. ომის გამოცდილებამ ჯარისკაცთა სრულ უუფლებობაში დაარწმუნა, მიხვდა ომის უაზრობას. დაინახა, რომ უდანაშაულო ადამიანები ოფიცრებისა და მღვდლების ნებას ეწირებოდნენ. გიორგიმ ღვთისმსახურების პატივისცემა დაკარგა და რელიგია დაგმო.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.