მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბოშური სისხლი (1928)
ამ გვერდს გაეცნო 6338 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 7 ნაწილი, 1700 მეტრი (61 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 22.05.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ლევ პუში
სცენარის ავტორები: პეტრე მორსკოი, ალექსანდრე თაყაიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ალექსანდრე გალპერინი, მიხეილ კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ შავიშვილი
მონაწილეობენ: კოტე მიქაბერიძე (გიცა), მარია შირაი (ანიკა, მეორე როლი მისი ქალიშვილი მიორა), ალექსანდრე თაყაიშვილი (მურდო), ზაალ ტერიშვილი (ვლადი), იაკობ ზანდუკელი (მიკიტნის შვილი), შალვა ხუსკივაძე (ბოშა ხოჯა)

გადაღებულია კონსტანტინე ბერკოვიჩის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

ტრადიციულ დოღში გამარჯვებული ბოშა ჯილდოდ მშვენიერ გოგონას, ანიკას დაიმსახურებს. ქალიშვილი მის ცოლობას არ ისურვებს და შეყვარებულთან ერთად გაიპარება, გამარჯვებულის ცხენსაც თან გაიყოლებს. ორ ოჯახს შორის შეურიგებელი მტრობა წამოზრდილ შვილებზეც გადავა, მაგრამ ახალგაზრდებს, გიცას და მიორას, ერთმანეთი შეუყვარდებათ. შეურაცხყოფილი მამა ვაჟს აღარ ენდობა, მეტოქის ქალიშვილს დაიმარტოხელებს, გაამათრახებს და მის სახლს ცეცხლს მისცემს. გიცა ცეცხლისგან იხსნის მიორას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.