მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კრაზანა (1928)
ამ გვერდს გაეცნო 9452 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 8 ნაწილი, 2167 მეტრი (78 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 25.12.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორები: კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ შკლოვსკი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ჯემა), ილიკო მერაბიშვილი (კრაზანა–არტური), ალექსანდრე იმედაშვილი (კარდინალი მონტანელი), ელიაზარ იმერელი (მარტინი), ვიქტორ ჭანკვეტაძე (რევოლუციონერი), ალექსანდრე ლორთქიფანიძე, პეტრე მორსკოი (კოლონისტი პეტერი)

გადაღებულია ეთელ ლილიან ვოინიჩის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

XIX ს-ის რევოლუციური იტალია. ვერავინ ხვდება, რომ ცნობილი რევოლუციონერი "კრაზანა" და კარდინალ მონტანელის უკანონო შვილი, ახალგაზრდობაში რევოლუციური ორგანიზაციის გამცემად შერაცხული, გადახვეწილი სტუდენტი არტური ერთი და იგივე პიროვნებაა. არტურს ვერც ყოფილი სატრფო ჯემა ცნობს, რომელიც შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებაში მასთან ერთად მონაწილეობს. აჯანყება მარცხდება. "კრაზანა" ყურს არ უგდებს კარდინალ მონტანელის ვედრებას, უარი თქვას რევოლუციურ იდეებზე და ვაჟკაცურად იღებს სასიკვდილო განაჩენს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.