მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ახალგაზრდობა იმარჯვებს (1928)
ამ გვერდს გაეცნო 6246 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 2070 მეტრი (75 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 11.06.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ გელოვანი
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: არკადი ხინთიბიძე (ისმაილი), თამარ თვალავაძე (აიშე–ისმაილის და), ვიქტორ გამყრელიძე (რეჯეთი–ისმაილისა და აიშეს მამა), ლევან ხოტივარი (მურთაზი), სიკო ფალავანდიშვილი (ჯემალი), სიკო ვაჩნაძე (იუსუფი), კირილე მაჭარაძე (სულეიმანი–ჯემალისა და იუსუფის მამა), სიმონ (ბუტია) გამრეკელი

ფილმი 1965 წელს აღადგინა, გადაამუშავა და გაახმოვანა რეჟისორმა გ. გუნიამ
 

აჭარელი სოფლელი ბიჭი შემთხვევით მეზობლის ქათამს მოკლავს. ისმაილისა და ჯემალის ოჯახებს შორის ამ უბრალო მიზეზით დაწყებული დავა მოსისხლე მტრობაში გადაიზრდება, როდესაც მორიგი ჩხუბისას ისმაილის ძმას ჯემალის ძმა შემოაკვდება. სასწავლებლად ქალაქში წასულ მოსისხლეებს კომკავშირლები სისხლის აღების დრომოჭმული ადათის უაზრობაში დაარწმუნებენ. საზაფხულო არდადეგებზე სოფელში დაბრუნებული ისმაილისა და ჯემალის ოჯახები შერიგდებიან – ახალგაზრდები გაიმარჯვებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.