მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კაზაკები (1928)
ამ გვერდს გაეცნო 7486 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 6 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 04.09.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორები: ვიქტორ შკლოვსკი, ვლადიმერ ბარსკი
დამდგმელი ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: სანდრო ინაშვილი (ოლენინი), ივანე პანკოვი (ვანიუშა–ოლენინის შინაყმა), ნ. პაჩუევი (ეროშკა), ელენე ჩარსკაია (ულიტა–ხორუნჟის ცოლი), ემა ჩერკასკაია (მარინა–ხორუნჟის ქალიშვილი), ალექსანდრე შირაი (ლუკაშკა–კაზაკი), ზ. მელნიკოვი (სირაჯი), შალვა ხუსკივაძე (გირეი ხანი), ზ. ნევინსკაია (უსტინკა), ნ. ვოლხოვსკოი (ბელეცკი–პორუჩიკი), მიხეილ მირზოიანი (ივან ვასილევიჩი–ხორუნჟი)

გადაღებულია ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

პეტერბურგელი იუნკერი ოლენინი კავკასიის სტანიცაში დაბანაკებულ პოლკში მსახურობს. მთიელთა ზნე-ჩვეულებებსა და კაზაკის ქალ მარინაზე შეყვარებული ახალგაზრდა სოფელში დარჩენას და კაზაკად ჩაწერას გადაწყვეტს, მაგრამ მარინას კაზაკი ლუკაშკა უყვარს. მთიელებთან შეტაკებისას ლუკაშკა დაიღუპება. მარინა კვლავ უარყოფს ოლენინის სიყვარულს. იმედგაცრუებული ოლენინი სტანიციდან გაემგზავრება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.