მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქალი ბაზრობიდან (1928)
ამ გვერდს გაეცნო 5804 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 6 ნაწილი, 1709 მეტრი (62 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 16.04.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი მაკაროვი
სცენარის ავტორები: პეტრე მორსკოი, გიორგი მაკაროვი, ვიქტორ ენგელსი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ენგელსი
დამდგმელი მხატვარი: რობერტ ფედორი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ანდრო მურუსიძე (ჯემს ადამსი–ფერმერი), ბელა ბელეცკაია (ელენე ვეი–ფერმერის მესამე ცოლი), შალვა ღამბაშიძე (რიჩარდი–ადამსის უფ.ვაჟი პირველი ცოლისაგან), აკაკი ვასაძე (ედვინი–ადამსის შვილი მეორე ცოლისაგან), მარია შირაი (მინი–ედვინის შეყვარებული), გ. ინაშვილი (ბობი–ადამსის უმც. ვაჟი პირველი ცოლისაგან)

გადაღებულია ო,ნეილის პიესის "სიყვარული თელებს ქვეშ" მიხედვით.
ფილმი 1966 წელს გაახმოვანა რეჟისორმა შალვა მარტაშვილმა
 

ამერიკელი ფერმერის, ადამსის დაქორწინება ახალგაზრდა, ანგარებიან ელენზე მისი სამი ვაჟის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. უფროსი ძმა რიჩარდი უმცროსებს კლონდაიკში ოქროს საძებნელად გამგზავრებას აიძულებს, თვითონ კი დედინაცვლის საყვარელი გახდება. რიჩარდი დედინაცვლისგან მამის, მოხუცი ადამსის მოკვლას მოითხოვს. ელენი ვერ მიუხვდება რიჩარდს და ქმრის ნაცვლად თავის ახალშობილ პირმშოს მოკლავს. სასოწარკვეთილი ადამსი უფსკრულში გადაიჩეხება. ელენს და რიჩარდს აპატიმრებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.