მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჯანყი გურიაში (1928)
ამ გვერდს გაეცნო 9690 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 14 ნაწილი, 5200 მეტრი (188 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 09.09.1929 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე მესნიაევი (გენერალი ბრუსილოვი), კოწია ერისთავი (ბატონიშვილი–პოლკოვნიკი), ი. კორსუნსკაია (ბატონიშვილის ცოლი), ტ. გურიელი (თავადი ტელემაკი), თამარ ბოლქვაძე (ტელემაკის ქალიშვილი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ტელემაკის ცოლი), გაიოზ მელიავა (ბესია–აჯანყებული გლეხების მეთაური), ვლადიმერ ტრაპაიძე (თოლიკა), ალექსანდრე წითლიძე (ანტონია), სანდრო კანდელაკი (როსტომი), დავით ჩხეიძე (სიმონი–აზნაური), არკადი ხინთიბიძე (ივანე–აზნაური), სიკო ფალავანდიშვილი (ივანეს შინაყმა), ისია ნაზარიშვილი (მანა–ბესიას და), კოტე ანდრონიკაშვილი (ჰასან ბეგი), შ. საფაროვი (თავადი გიტო), ნიკოლოზ ელიოზიშვილი (ადიუტანტი), დუდე ძნელაძე (გიორგი), სეფე ლორთქიფანიძე, ვიქტორ გამყრელიძე (ამბაკო), ნიკო გვარაძე (თარჯიმანი), ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე გუგუშვილი, ვასილ ბალანჩივაძე, მიხეილ მგელაძე, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), შალვა ღამბაშიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი, ლევან ხოტივარი, მარგარიტა ქილარჯიშვილი

გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
 

1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს - ამბოხით სარგებლობს, რომ თავიდან მოიშოროს ხელისუფლება, რომელიც ფეოდალურ პრივილეგიებს ზღუდავს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარის მხარეს მებრძოლი აზნაურები გლეხთა შემოტევის მოსაგერიებლად დახმარებას სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ, მაგრამ დადიანის ჯარი აჯანყებულებს ემხრობა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და აჯანყებას ჩაახშობს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.