მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჰოლტზე (1928)
ამ გვერდს გაეცნო 5996 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 5 ნაწილი, 1850 მეტრი (67 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლეო ესაკია
სცენარის ავტორი: ლეო ესაკია
დამდგმელი ოპერატორი: ვლადიმერ პოზნანი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: პავლე მხეიძე (პავლე–დემობილიზებული წითელარმიელი), დ. გიგაშვილი (ბობოლა გლეხი), დავით გაჩეჩილაძე (ბობოლას შვილი), შალვა ხომერიკი (კოლმეურნე), ალექსანდრე ჯალიაშვილი (ტრაქტორისტი)
 

ცაცხვნარის ახალდაარსებულ კოლმეურნეობაში ქალაქიდან მიღებულ პირველ ტრაქტორს ყოფილი კულაკი გიგაშვილი გლეხების ექსპლუატაციისთვის იყენებს – სარგებლობისთვის ფულს ახდევინებს თანასოფლელებს. ქალაქში საჩივლელად ჩასულ გლეხებს მოხელეთა ბიუროკრატიული აპარატი ყურადღებას არ მიაქცევს. საქმეში მუშათა და გლეხთა ინსპექცია ჩაერთვება, ფიქტიურ კოლმეურნეობას გააუქმებს და ახალს შექმნის. სამეურნეო იარაღები საყოველთაო საკუთრება გახდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.