მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამანიშვილის დედინაცვალი (1926)
ამ გვერდს გაეცნო 13777 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/ტრაგიკომედია, 6 ნაწილი, 1193 მეტრი (43 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 15.05.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი
სცენარის ავტორები: სერგო კლდიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვრები: სემიონ გუბინ-გუნი, მიხეილ ჭიაურელი
მონაწილეობენ: აკაკი ვასაძე (პლატონ სამანიშვილი), მიხეილ ლორთქიფანიძე (კირილე), ცეცილია წუწუნავა (მელანო), შალვა ღამბაშიძე (ბეკინა სამანაშვილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (არისტო), ნინო ჯავახიშვილი (დედინაცვალი), პეტრე (პიერ) კობახიძე, დავით ჩხეიძე, შალვა ხონელი (გოგოლაშვილი) (მიკიტანი)

გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
ფილმი 1972 წელს აღადგინა რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა
 

ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ–სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის – ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.