მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მაქსიმ მაქსიმიჩი (1927)
ამ გვერდს გაეცნო 5642 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი, 6 ნაწილი, 1800 მეტრი (65 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 14.06.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი
დამდგმელი ოპერატორი: ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვარი: პოლიკარპე კაზაკევიჩი
მონაწილეობენ: ნიკოლოზ პროზოროვსკი (პეჩორინი), ბელა ბელეცკაია (ჩერქეზის ქალი), ვლადიმერ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი), ტატიანა ვიშნევსკაია (გოგონა), მიხეილ მერაბიშვილი (იანკო), ვლადიმერ ჭიაურელი (ბრმა ბიჭი), ტ. გორინა (დიასახლისი), ა. სალტიკოვა (ნასტია), ნ. პაჩუევი (ეფიმიჩი–კაზაკი), იოსებ თარხნიშვილი (ლერმონტოვი), შალვა ხუსკივაძე (პორუჩიკი ვულიჩი), ზაალ ტერიშვილი, ალექსანდრე თაყაიშვილი

გადაღებულია მიხეილ ლერმონტოვის რომან "ჩვენი დროის გმირის" მოტივების მიხედვით
 

საქართველოს სამხედრო გზაზე, პატარა სოფელში შტაბსკაპიტანი მაქსიმ მაქსიმიჩი და უცნობი რუსი ოფიცერი ღამეს ერთ ჭერქვეშ გაათევენ. მაქსიმიჩი ახალ ნაცნობს ჩერქეზი ქალისა და ტყვე რუსი ოფიცრის ამბავს უამბობს. ქალს ტყვე შეყვარებია და გაუპარებია, მაგრამ გაქცეული მთიელის ტყვიას მოუკლავს. სასოწარკვეთილი ქალი კლდიდან გადაჩეხილა. იმ ღამეს ოფიცერი მაქსიმ მაქსიმიჩის ძველი ნაცნობის, პროპორშჩიკ პეჩორინის დღიურების კითხვაში გაათენებს, რომლებიც მაქსიმიჩს გარდასულ დღეთა მოსაგონრად შეუნახავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.