მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ამოკი (1927)
ამ გვერდს გაეცნო 7674 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 1990 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 24.02.1928 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი: კოტე მარჯანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ევროპელი ქალი), ალექსანდრე იმედაშვილი (ექიმი), ვალერიან გუნია (ევროპელი ქალის ქმარი), სიკო ფალავანდიშვილი (ინდუსი), ქეთევან თარხან-მოურავი (ინდუსი გოგონა), ვიქტორ ჭანკვეტაძე (ინგლისელი ოფიცერი), ცეცილია წუწუნავა (ექიმბაში), შალვა გედევანიშვილი (ექიმი რიკარდი ), ზაალ ტერიშვილი, დავით ჩხეიძე

გადაღებულია შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით
 

ინგლისის კოლონიაში ევროპიდან გადმოხვეწილ ექიმს დახმარებისთვის მაღალი წრის მანდილოსანი მიმართავს. აბორტის გაკეთების საზღაურად ექიმი ქალს მასთან დაწოლას მოსთხოვს. შეურაცხყოფილი ქალი თავად შეეცდება არასასურველი ნაყოფის მოშორებას. ექიმს სინდისი ქენჯნის და მომაკვდავ ქალს საიდუმლოს შენახვას პირდება. დაეჭვებული ქმარი ევროპაში აპირებს ცხედრის გაგზავნას გასაკვეთად. ექიმი გემის კიდეზე შემოდგმულ კუბოს დაეჯახება, ზღვაში გადააგდებს და თვითონაც თან გადაყვება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.