მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კრაზანას ბუდე (1927)
ამ გვერდს გაეცნო 6204 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
სცენარის ავტორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: მარიუს იაკობინი (იაკობი), ივანე კრუჩინინი (მმართველი), მარია შირაი (ლასტოჩკა), გაიოზ მელიავა (ლუმპენ პროლეტარი), პავლე ესიკოვსკი (მაწანწალა), მარო ჩმშკიანი (რიკა), ნ. ქარუმიძე (მერი), ს. გუბინი (მდივანი), ალექსანდრე შირაი (ჩემპიონი), არკადი ხინთიბიძე, კოტე ანდრონიკაშვილი
 

დასავლური ფირმა კოკაინის კონტრაბანდით მდიდრდება, საქმიანობის შესანიღბად იაფად ყიდულობს მიწის ნაკვეთებს და იჯარით აძლევს უმუშევარ ქალაქელებს. ფირმის მმართველი იაკობი თავის მიერ შეცდენილ გოგონას ერთ-ერთ კოლონისტს, ყოფილ მაწანწალას მიათხოვებს, ქორწილში ეწვევა და ახალდაქორწინებულებს შეუღლებას მიულოცავს. მისი უტიფრობით გამწარებული პატარძლის მამა მმართველზე გაიწევს, მაგრამ იაკობი მოხუცს ადვილად გაუსწორდება. აღშფოთებული კოლონისტები მჩაგვრელების წინააღმდეგ აჯანყდებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.