მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ორი მონადირე (1927)
ამ გვერდს გაეცნო 7313 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 2105 მეტრი (76 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 26.04.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორები: ალექსანდრე წუწუნავა, ლელი ჯაფარიძე
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაგდანა), მიხეილ გელოვანი (ტურიკო), კოტე მიქაბერიძე (მგელია), თამარ კალანდაძე (მარიკო), ვიქტორ გამყრელიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე

გადაღებულია ილია ელეფთერიძის (ზურაბიშვილის) მოთხრობის მიხედვით
 

მონადირე ძმებს, ტურიკოს და მგელიას ერთი ქალიშვილი უყვართ. დავის გადასაჭრელად ძმები წილისყრას გადაწყვეტენ. ქალი ტურიკოს ერგება. პირობის თანახმად, გამარჯვებულმა ძმამ დამარცხებული უნდა მოკლას, მოულოდნელად, მგელიას თავს დათვი დაესხმება. ტურიკო ძმას არ მიეშველება და მგელია მხეცთან ბრძოლაში დაიღუპება. სინდისის ქენჯნა მოსვენებას დაუკარგავს ტურიკოს და, ჭკუაარეული, უფსკრულში გადაიჩეხება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.