მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გიული (1927)
ამ გვერდს გაეცნო 6586 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 8 ნაწილი, 2060 მეტრი (74 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 16.04.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორები: ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში, მიხეილ კალატოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (გიული), მ. ვარდიაშვილი (ქუჩუკი–გიულის მამა), ცეცილია წუწუნავა (გიულის დედინაცვალი), ალექსანდრე იმედაშვილი (ალი), კოხტა ყარალაშვილი (ქერბალაი–ალის შვილი), ალექსანდრე თაყაიშვილი (ოვანესა–ყველით მოვაჭრე), გაიოზ მელიავა (მიტრო–ოვანესას შეგირდი), დიმიტრი ყიფიანი (ფარი–გიულის მეგობარი), ზაალ ტერიშვილი, გიორგი ჯავაშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი

გადაღებულია შიო არაგვისპირელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

მუსულმან გოგონას, გიულის, და ქრისტიან მოჯამაგირეს, მიტროს, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ გიულის იძულებით მიათხოვებენ ხანშიშესულ მდიდარ მეზობელს, ალის. გიული საძულველ ქმართან ცხოვრებას ვერ ეგუება, ალის ვაჟის, ქერბალაის დახმარებით მიტრო გიულის გაიტაცებს. ქმარი გაქცეულებს დაედევნება და გიულის მოკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.