მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გოგი რატიანი (1927)
ამ გვერდს გაეცნო 6522 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/საბავშვო, 6 ნაწილი, 1229 მეტრი (44 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 12.12.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი: არისტო ჭუმბაძე
დამდგმელი ოპერატორები: ვლადიმერ კერესელიძე, სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: გოგი რატიანი (გოგი), ირინე დონაური (ანეტა–გოგის და), ზაალ ტერიშვილი (გოგის მამა), ნუცა ჩხეიძე (გოგის დედა), ალექსანდრე (სანდრო) დადეშქელიანი (კიკო–გოგის მეგობარი), ბიძინა გიორგობიანი (ზურა–გოგის და კიკოს მტერი), ალექსანდრე თაყაიშვილი (ვაჭარი), ცეცილია წუწუნავა (ვაჭრის ცოლი), ვალერიან გუნია (მეეზოვე), სერგო ამაღლობელი, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი
 

მიწისძვრის დროს გოგის მშობლები დაეღუპება. მათი ძებნისას მძიმედ დაჭრილ, დასახიჩრებულ კიკოს წააწყდება და ნანგრევებიდან ამოიყვანს. დაობლებულ გოგის სადგურის უფროსი შეიფარებს, კიკოს კი სამკურნალოდ თბილისში გაგზავნიან. გოგის კიკოზე დარდი არ მოასვენებს და თბილისში ჩააკითხავს. იქ მეეზოვეს შეეკედლება, თავს ფეხსაცმელების წმენდით ირჩენს, თან უხელოდ დარჩენილ კიკოს საავადმყოფოში ყოველდღე ნახულობს. საავადმყოფოდან გამოწერილი კიკოც მეეზოვესთან შეაფარებს თავს. რევოლუციის შემდეგ ბავშვები სამხატვრო სასწავლებელში მოეწყობიან. კიკო ფეხით ისწავლის ხატვას და წარმატებასაც მიაღწევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.