მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბელა (1927)
ამ გვერდს გაეცნო 6378 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 8 ნაწილი, 2269 მეტრი (82 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 21.03.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სცენარის ავტორი: ვლადიმერ ბარსკი
დამდგმელი ოპერატორები: ანტონ პოლიკევიჩი, ფერდინანდ გეგელე
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, ფიოდორი პუში
მონაწილეობენ: ნიკოლოზ პროზოროვსკი (პეჩორინი), თინათინ მაჭავარიანი (ბელა), ილიკო მერაბიშვილი (აზამატი–ბელას ძმა), ალექსანდრე თაყაიშვილი (კაზბიჩი), ვლადიმერ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი), მიხეილ ქორელი (ციხის ხაზინადარი), ბელა ბელეცკაია (ციხის ხაზინადარის ცოლი), ვასილ (ვასო) არაბიძე (მელას მამა), გრიგოლ სარჩიმელიძე (კურიერი), ტატიანა ვიშნევსკაია (ბელას და), ელენე ჩარსკაია (ბელას დედა)

გადაღებულია მიხეილ ლერმონტოვის რომანის "ჩვენი დროის გმირის" მიხედვით
 

პეჩორინს ოფიცრის ჩინს ართმევენ და სამსახურის გასაგრძელებლად კავკასიის ერთ მთიან აულში გზავნიან. ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად პეჩორინი გასართობს პოულობს – აულის მკვიდრს, აზამატს, ჩერქეზი ყაზბიჩის ცხენის მოტაცებაში დახმარებას პირდება, სანაცვლოდ კი მის მშვენიერ დას, ბელას ითხოვს. პეჩორინი დაპირებებით შეაცდენს ბელას, მაგრამ ქალიც მალე მობეზრდება. ცხენის გატაცებით შეურაცხყოფილი ყაზბიჩი შურს იძიებს და ბელას მოკლავს. პეჩორინის გაქვავებულ გულს ეს ამბავი დიდად არ ააღელვებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.