მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ხანუმა (1926)
ამ გვერდს გაეცნო 9926 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/კომედია, 7 ნაწილი, 2500 მეტრი (91 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 30.05.1927 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, მიხეილ შავიშვილი
მონაწილეობენ: ვალერიან გუნია (ვაჭარი ადამი), თამარ ბოლქვაძე (ელო–ადამის ქალიშვილი), ცეცილია წუწუნავა (ადამის მოსამსახურე ქალი), კოტე მიქაბერიძე (ილო), ვლადიმერ ტრაპაიძე (მიტო–ადამის ძმისწული), მიხეილ ჭიაურელი (დიტო–ადამის ძმისწული), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ხანუმა–მაჭანკალი), ტასო (ანასტასია) აბაშიძე (ქაბატო–მაჭანკალი), ვლადიმერ (ლადო) კავსაძე (თავადი ლევან ფანტიაშვილი), ვასო აბაშიძე (პაპა), ისია ნაზარიშვილი (თავადის და), ი. კორსუნსკაია (ელოს მეგობარი), ქ. ჩეჩელაშვილი (ელოს მეგობარი), სანდრო კანდელაკი, ლევან ხოტივარი (თედო ბიჭი), კოხტა ყარალაშვილი (კინტო), დიმიტრი ყიფიანი (კინტო), ბელა ბელეცკაია, ერასტი ბილანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გაიოზ მელიავა, ზაალ ტერიშვილი

გადაღებულია ავქსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
ფილმი აღდგენილია 1981 წელს, პერსონაჟების სახელები (როლები) შეცვლილია ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე”-ს მიხედვით – რეჟისორი გიორგი დოლიძე.
 

თავადმა ლევან ფანტიაშვილმა ქონება დროსტარებაში გაფლანგა. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავადი თანახმაა ვაჭარ ადამ ვარახიძის ქალიშვილზე, ელოზე დაქორწინდეს. ვარახიძე ბედნიერია, რადგან თავადთან დამოყვრებით მაღალი საზოგადოების კარი ეხსნება. მაგრამ საპატარძლოს ეს საქმიანი გარიგება არ მოსწონს, მას სხვა გეგმები აქვს. მაჭანკალ ხანუმასა და ერთგულ მსახურთა დახმარებით ელო თავ-გზას აუბნევს ნიშნობაზე მოწვეულ სტუმრებს და ახალგაზრდა მასწავლებელ ილოსთან დაიწერს ჯვარს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.