მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნათელა (1926)
ამ გვერდს გაეცნო 7279 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/დრამა, 7 ნაწილი, 2000 მეტრი (72 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 23.03.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი
სცენარის ავტორები: შ. შიშმარევი, ამო ბეკ-ნაზაროვი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვრები: ვალერიან სიდამონ–ერისთავი, ფიოდორი პუში
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ნათელა), აკაკი ხორავა (მჭედელი მიქავა), მიხეილ ჭიაურელი (ჯონდო–მიქავას მეგობარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ხითი–მიქავას შეგირდი), კოტე ანდრონიკაშვილი (ომარ ფაშა), დიმიტრი ყიფიანი (თავადი ჩიჩუა), ალისა ქიქოძე (სიდუ–მიქავას სატრფო), ზაალ ტერიშვილი (ზედამხედველი), ელენე მაჩაბელი-ჩერქეზიშვილი (ეკატერინე დადიანი–სამეგრელოს დედოფალი), ქეთევან (კიტი) ჩიკვაიძე (მაია–ეკატერინე დადიანის დისშვილი), მიხეილ გარაგაშ (დურსუნ–ბეი), ვასილ (ვასო) არაბიძე (კორძაია), ნიკოლოზ მამულაშვილი, ილია მამფორია, გარსევან გომართელი, ერასტი ბილანიშვილი, გაიოზ მელიავა
 

ჯონდოს მჭედელ უტუ მიქავას და, ნათელა უყვარს. თავად დადიანის სასახლის მშენებლობაზე მომუშავე ყმების გამოქომაგებისთვის ჯონდოს დილეგში ჩააგდებენ, ნათელას კი აღმოსავლეთის ბაზარზე, ომარ-ფაშას ჰარამხანაში გაყიდიან. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყება იფეთქებს უტუ მიქავას ხელმძღვანელობით. ომარ-ფაშას ჰარამხანაში გამომწყვდეული ნათელა მსახური ბიჭის დახმარებით ჯონდოს ტყვეობიდან გაათავისუფლებს და მასთან ერთად აჯანყებულებს შეუერთდება. აჯანყება დამარცხდება. უტუს, ჯონდოს და აჯანყების სხვა ორგანიზატორებს ციმბირის გზას გაუყენებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.