მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სასჯელი (1926)
ამ გვერდს გაეცნო 5878 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/სათავგადასავლო, 7 ნაწილი, 1978 მეტრი (71 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 03.12.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: სემიონ გუბინ-გუნი
მონაწილეობენ: მარია შირაი (თავად შირვანსკის ასული), ალექსანდრე შირაი (დუგლას მაკლინი–ინჟინერი), პავლე ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-საიბ (ტომ ჯეკსონი), მარიუს იაკობინი (იალმარ რუმანესკუ)

ფილმი წარმოადგენს "შირვანსკაიას დანაშაულის" გაგრძელებას, გადაღებულია უსცენაროდ.
 

საბჭოთა კავშირში ჩამოსული ინჟინერი მაკლინი, თავადის ქალი შირვანსკაია და მისი საყვარელი რუმანესკუ ცირკის მსახიობებად ასაღებენ თავს და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. ნავთობის სარეწაოში მუშად მოწყობილი რუმანესკუ ქიმიკოს პეტროვს სამხედრო გამოგონების ნახაზებს მოპარავს. ტომ ჯაკსონი გამოარკვევს, რომ ცირკის მსახიობი და დივერსანტი მუშა ჯონი ერთი და იგივე პიროვნებაა. დივერსანტები, რომლებსაც "წითელი ეშმაკუნები" და მილიციის მუშაკები დაედევნებიან. უცხოეთში გაპარვას შეეცდებიან, მაგრამ თურქეთის საზღვართან ზვავში დაიღუპებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.