მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შირვანსკაიას დანაშაული (1926)
ამ გვერდს გაეცნო 5693 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუნჯი/სათავგადასავლო, 6 ნაწილი, 1794 მეტრი (65 წთ.)
სს "სახკინმრეწვი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 29.09.1926 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ივანე პერესტიანი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვრები: სემიონ გუბინ-გუნი, ფიოდორი პუში
მემონტაჟე: ლევ პუში
მონაწილეობენ: მარია შირაი (თავად შირვანსკის ასული), პავლე ესიკოვსკი (მიშა), სოფია ჟოზეფი (დუნიაშა), კადორ ბენ-საიბ (ტომ ჯეკსონი), ალექსანდრე შირაი (დუგლას მაკლინი–ინჟინერი), მარიუს იაკობინი (იალმარ რუმანესკუ–ავანტიურისტი), სვეტლანა ლიუქსი (ოქსანა დუნიაშას მეგობარი), ნ. ლასმოზი (ზინა ხანუმ–სახლის მეპატრონე), რუსუდან ჯაფარიძე (ლევკოევა–შირვანსკაიას ყოფ.მოახლე), თამარ ბაქრაძე (ოფიც.მირონოვის ცოლი), რ. ჯაიანი, ნ. ვენდელინი

ფილმი წარმოადგენს "სავურ მოგილას" გაგრძელებას, გადაღებულია უსცენაროდ.
 

1920-იან წლებში საფრანგეთში გახიზნული, ნავთობის სარეწების ყოფილი მფლობელი, თავადის ქალი შირვანსკაია საერთაშორისო ავანტიურისტს, ინჟინერ მაკლინს ურჩევს მომწამლავი გაზის გამოცდა საბჭოთა კავშირში განახორციელოს. მას განზრახული აქვს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ნავთობის სარეწები უცხოელებს მიყიდოს, მაგრამ საკუთრების დამადასტურებელი საბუთები ყოფილი სასახლის სარდაფშია ჩამარხული. ბაქოში ჩასული შირვანსკაია და მაკლინი თავს ცირკის მსახიობებად გაასაღებენ, მაგრამ საბუთების ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებენ. შირვანსკაია მიხვდება, რომ ნავთობის სარეწები სამუდამოდ დაკარგა და მათ გადაწვას შეეცდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.